Thursday, May 16, 2019

ტრეფიკინგი-ადამიანთით ვაჭრობის თანამედროვე ფორმა

 

გაკვეთილის გეგმა

საფეხური. კლასი

საშუალო საფეხური. X კლასი

სკოლა

ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლა

საგანი

სამოქალაქო განათლება

მასწავლებელი

მარინა დოლიძე

ჩატარების დრო

2019 წელი

თემა

ტრეფიკინგი-ადამიანთით ვაჭრობის თანამედროვე ფორმა

გაკვეთილის ხანგრძლივობა

45 წუთი

კლასის დახასიათება

25 მოსწავლეა. სსსმ და შშმ მოსწავლე კლასში არ არის. მოსწავლეთა ცოდნის დონე განსხვავებულია, ინტერესი აღნიშნული თემის მიმართ დიდია.

 

ძირითადი მიზანი

მოსწავლეები გაეცნობიან ინფორმაციას ადამიანით ვაჭრობასთან დაკავშირებით, გაიაზრებენ ადამიანით ვაჭრობის პროცესს, გაანალიზებენ საქართველოში ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის არსებულ სისტემას

 

 

 

 

 

 

 

შესაბამისობა ესგ-თან

მოქ.X.1 - მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს პიროვნული თვისებები, მისწრაფებები და შესაძლებლობები

·         განმარტავს ადამიანურ ღირსებას, მოჰყავს მაგალითები ცხოვრებიდან.

·         დისკუსიის დროს ავლენს ადამიანის ღირსების პატივისცემას.

მოქ.X.6 - მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებრივი უსაფრთხოების ძირითადი პრობლემების გადასაჭრელად თანამშრომლობა

·         გამოხატავს სოლიდარობასა და თანაგრძნობას იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ძალადობის საფრთხე ემუქრება.

·         ხსის, თუ რატომ ევალება პიროვნებას კანონის დაცვა, ასახელებს იმსაშიშროებას, რაც მოსდევს არაკანონიერ მოქმედებას.

მოსალოდნელი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები

შესაძლებელია, ტრეფიკინგთან დაკავშირებით მიწოდებულმა ინფორმაციამ გამოიწვიოს მოსწავლეთა ემოციასა და ქცევაზე ზემოქმედება, ამიტომ ვცდილობ ასაკის შესაბამისი მასალის მიწოდებას, რომელიც მოზარდში დადებით ემოციას გამოიწვევს.

 

რესურსები

მოსწავლის წიგნი. სამოქალაქო განათლება X კლასი. დამატებითი სახელმძღვანელო „ადამიანით ვაჭრობა, ტრეფიკინგი“ (ავტორები: მაია გოგოლაძე, მანანა ჯინჭარაძე). დაფა, ცარცი, ფლირჩატები, მარკერები, კომპიუტერი და პროექტორი

შეფასების ტიპი

განმსაზღვრელი შეფასება










პრეზენტაციის ლინკი პრეზენტაცია