8.11.2022წ.ოზურგეთის N4 საჯ.სკოლაში იდეათეკაში გაიმართა შეხვედრა სამოქალაქო განათლების კლუბის "ახალგაზრდა მუშაკების" მოსწავლეების, სოციალ მუშაკთან ლია მგელაძესა და ფსიქოლოგ ნონა მუხაშავრიასთან თემაზე "ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმები" შეხვედრა შედგა კლუბის მეურვე. მასწავლებლის მარინა დოლიძის ხელმძღვანელობით...
Thursday, December 15, 2022
Monday, December 5, 2022
ახალი განათლება (ელექტრონულ ჟურნალში) ინტეგრირებული სწავლება – მეტი მოტივაცია, მეტი ცოდნა
ინტეგრირებული სწავლება – მეტი მოტივაცია, მეტი ცოდნა
სწავლაში ინტეგრაცია არის გარკვეული საგანმანათლებლო სისტემის შინაარსის სტრუქტურულ კომპონენტებს შორის კავშირების დამყარების პროცესი, რათა ჩამოყალიბდეს სამყაროს ჰოლისტური ხედვა, რომელიც ორიენტირებულია ბავშვის პიროვნების განვითარებასა და თვითგანვითარებაზე. თანამედროვე სკოლაში საგნების ინტეგრაცია ახალი პედაგოგიური გადაწყვეტილებების აქტიური ძიების ერთ-ერთი სფეროა, მასწავლებელთა შემოქმედებითი პოტენციალის განვითარება, მოსწავლეებზე ეფექტური და გონივრული გავლენის მოხდენის მიზნით.
ინტეგრაცია ხელს უწყობს მოსწავლეთა ცოდნის ფრაგმენტაციისა და მოზაიკის დაძლევას, უზრუნველყოფს მათ პოლიტიკური ცოდნისა და უნივერსალური ადამიანური ღირებულებების ერთობლიობის დაუფლების თვალსაზრისით. ინფორმაციის მოცულობის სწრაფი ზრდის ეპოქაში მკვეთრად მცირდება მისი აღქმის შესაძლებლობა. გამოსავალი ჩანს სხვადასხვა საგნის სინთეზში, ინტეგრირებული კურსების შემუშავებაში, ყველა სასკოლო დისციპლინის ურთიერთდაკავშირებაში. სასკოლო სივრცეში ინტეგრირებული სწავლება – ეს არის მოსწავლეების მოტივაციის ამაღლების საშუალება, ხელს უწყობს მათ შემეცნებით და შემოქმედებით გააქტიურებას.
რამ განაპირობა სწავლების ამ ახალ რელსებზე გადასვლა? ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ, უფრო კონკრეტულად მოგახსენებთ ინტეგრირებული სწავლების პრიორიტეტებზე. ერთი მხრივ, ინტეგრირებული სწავლება მოსწავლეებს ცოდნის განზოგადებაში ეხმარება, ცალკეულ დისციპლინებში მიღებული ცოდნის სინთეზს ახდენს, მოსწავლე სამყაროს დანაწევრებულად კი აღარ აღიქვამს, არამედ ერთ მთლიანობად წარმოიდგენს; მეორე მხრივ, ინტეგრირებული გაკვეთილებით, მოსწავლე იძენს საუკეთესო უნარს, რომელსაც დამოუკიდებლად მუშაობის დროს შედეგიანად გამოიყენებს. ის სწავლობს სხვადასხვა დისციპლინაში მიღებული ცოდნის ერთმანეთთან დაკავშირებას, ერთი საგნის წინარე ცოდნის მეორე საგანში ასათვისებელი მასალის საფუძვლად გამოყენებას, რაც სწავლის პროცესს უმარტივებს. მოსწავლე გრძნობს, რომ ადვილად ითვისებს ახალ მასალას და მოტივაცია ამაღლებული უფრო მეტი მონდომებითა და შემართებით ახერხებს ცოდნის შეძენას.
გასულ სასწავლო წელს ჩავერთე პროექტში, სახელწოდებით „CTEL-სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით“. პროგრამა ხორციელდებოდა აშშ-ის მიერ, USAID-ის დაფინანსებითა და PH-ის ორგანიზებით. პროგრამა CTEL-ის მეთოდოლოგიის შემსწავლელი ვორკშოპების მიზანი იყო, პროგრამაში ჩართული მასწავლებლები გაცნობოდნენ ინტეგრირებული სწავლისა და სწავლების უახლეს მეთოდებს და დაენერგათ სასწავლო პროცესში, რათა მათ მოსწავლეებს უკეთ შეესწავლათ დემოკრატიული კომპეტენციები, ასევე, ინგლისური ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები, ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით.
მასწავლებლები ამუშავებდნენ ინსტრუქციებზე დაფუძნებულ სწავლების მეთოდებსა და გაკვეთილებს, რომლებიც სამივე საგნის სასწავლო მიზნებს ითვალისწინებდა. ყოველი ვორკშოპის დასასრულს, მასწავლებელთა ჯგუფები, დამუშავებული საგაკვეთილო გეგმის მიხედვით, ღია გაკვეთილებს ატარებდნენ და ისმენდნენ უკუკავშირს. რეფლექსია ვორკშოპების ციკლის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო, რათა მონაწილეები მეტად გაწაფულიყვნენ ინტეგრირებული სწავლისა და სწავლების მეთოდებში.
ვრცლად იხილეთ ელექტრონული
Sunday, December 4, 2022
ღონისძიებები
1. სამართლებრივი კულტურის დანერგვა და ამაღლება სასკოლო სივრცეში.
2. პროფორიენტიაციისა და კარიერული წინსვლისათვის ცნობიერების ამაღლება.
3. 21 სექტემბერი--მშვიდობის საერთაშორისო დღე!
4.16. ნოემბერი---ტოლერანტობის საერთაშორისო დღე.
5. 25.ნოემბერი-- ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დრე.
6. 10დეკემბერი--ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე.
7. გენდერული თანასწორობა
8. მდგრადი განვითარების თეორია და 17 მიზანი.
9. დებატემი თემაზე---ბავშვთა უფლებათა კონვენცია!
პროექტები
1.“საგზაო უსაფრთხოება“
პროექტ „საგზაო უსაფრთხოების“ მიზანი იყო სკოლის მიმდებარე სამანქანო გზაზე არსებული პრობლემებისგან მოსწავლეთა დაცვა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების სწავლება და ამ მხრივ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა ჩაატარეს ერთგვარი ადვოკატირების პროცესი, რათა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელი დახაზულიყო და დადგმულიყო საგზაო ნიშანი. მიზნის მისაღწევად, კლუბის წევრებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერს მიმართეს, წერილი მისწერეს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურს. ამ ნაბიჯებს სწრაფად მოჰყვა რეაგირება – აღნიშნულ ტერიტორიაზე, ფეხით მოსიარულეთათვის დაიხაზა „ზებრა“ და დაიდგა საგზაო ნიშანი, რითაც მოსწავლეთა უსაფრთხოება გაიზარდა. პროექტის განხორციელების პერიოდში მოსწავლეებმა რამდენიმე საინტერესო აქტივობა ჩაატარეს, მათ შორის, თემატური ტრენინგი; მოაწყვეს ვიდეორგოლების ჩვენება; ნახატების კონკურსი სახელწოდებით „გზაზე ბავშვები არიან!“. სტუმრად მოიწვიეს საპატრულო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც მოსწავლეებს ესაუბრნენ, თუ როგორ უნდა აიცილოს გზებზე არსებული საფრთხე ფეხით მოსიარულემ და რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისათვის საგზაო ნიშნების ცოდნას, მათ დაცვას.
2.“ჯანსაღი ცხოვრების
წესი.“
მოსწავლეები გაეცნენ ქალაქის ტერიტორიაზე არსებული
სილამაზის სალონების მუშაობას და ჰიგიენის საკითხებს, შემდეგ დაამზადეს
ბუკლეტები მომხმარებელთა უსაფრთხო მომსახურების შესახებ და დაურიგეს
მოსახლეობას.
3.“ პროექტის „არჩევნებში მონაწილეობა ჩემი
პოლიტიკური უფლებაა!“
ფარგლებში, სკოლაში იმიტირებული
არჩევნები ჩატარდა. მასში ჩაბმული იყვნენ საბაზო და საშუალო საფეხურის
მოსწავლეები. პროექტის შედეგად მათი ცოდნა, პოლიტიკური უფლებების
გამოყენებისა და დაცვის შესახებ, კიდევ უფრო გაიზარდა.არჩევნებში
მონაწილეობა.
4.“აქტიური მიქალაქე“.
დავუმეგობრდით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. დვაბზუს საჯარო სკოლის მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბის წევრებს და მათთან ერთად, დავათვალიერეთ თანამემამულის, შალვა რადიანის (შეწირული) სახლ-მუზეუმი, გაკეთდა პრეზენტაციები, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები პატრიოტულ თემაზე.მოსწავლეები გაეცნენ მუზეუმის დირექტორს,რომელმაც
საკუთარი სახსრებით გადაარჩინა მუზეუმის ფონდი
და დაინახეს თუ რამდენი სიკეთის მოტანა შეუძლია
მოხალისეობას,ინიციატივებს და სამოქალაქო აქტიურობას.
5.”თვით მართველობა--საქმეთა
დამოუკიდებელი გამგებლობა“.
6.“ოლომპიადის კვირეული“.
7.“სამართლიანობა ყველასათვის“.