ინტეგრირებული სწავლება – მეტი მოტივაცია, მეტი ცოდნა
სწავლაში ინტეგრაცია არის გარკვეული საგანმანათლებლო სისტემის შინაარსის სტრუქტურულ კომპონენტებს შორის კავშირების დამყარების პროცესი, რათა ჩამოყალიბდეს სამყაროს ჰოლისტური ხედვა, რომელიც ორიენტირებულია ბავშვის პიროვნების განვითარებასა და თვითგანვითარებაზე. თანამედროვე სკოლაში საგნების ინტეგრაცია ახალი პედაგოგიური გადაწყვეტილებების აქტიური ძიების ერთ-ერთი სფეროა, მასწავლებელთა შემოქმედებითი პოტენციალის განვითარება, მოსწავლეებზე ეფექტური და გონივრული გავლენის მოხდენის მიზნით.
ინტეგრაცია ხელს უწყობს მოსწავლეთა ცოდნის ფრაგმენტაციისა და მოზაიკის დაძლევას, უზრუნველყოფს მათ პოლიტიკური ცოდნისა და უნივერსალური ადამიანური ღირებულებების ერთობლიობის დაუფლების თვალსაზრისით. ინფორმაციის მოცულობის სწრაფი ზრდის ეპოქაში მკვეთრად მცირდება მისი აღქმის შესაძლებლობა. გამოსავალი ჩანს სხვადასხვა საგნის სინთეზში, ინტეგრირებული კურსების შემუშავებაში, ყველა სასკოლო დისციპლინის ურთიერთდაკავშირებაში. სასკოლო სივრცეში ინტეგრირებული სწავლება – ეს არის მოსწავლეების მოტივაციის ამაღლების საშუალება, ხელს უწყობს მათ შემეცნებით და შემოქმედებით გააქტიურებას.
რამ განაპირობა სწავლების ამ ახალ რელსებზე გადასვლა? ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ, უფრო კონკრეტულად მოგახსენებთ ინტეგრირებული სწავლების პრიორიტეტებზე. ერთი მხრივ, ინტეგრირებული სწავლება მოსწავლეებს ცოდნის განზოგადებაში ეხმარება, ცალკეულ დისციპლინებში მიღებული ცოდნის სინთეზს ახდენს, მოსწავლე სამყაროს დანაწევრებულად კი აღარ აღიქვამს, არამედ ერთ მთლიანობად წარმოიდგენს; მეორე მხრივ, ინტეგრირებული გაკვეთილებით, მოსწავლე იძენს საუკეთესო უნარს, რომელსაც დამოუკიდებლად მუშაობის დროს შედეგიანად გამოიყენებს. ის სწავლობს სხვადასხვა დისციპლინაში მიღებული ცოდნის ერთმანეთთან დაკავშირებას, ერთი საგნის წინარე ცოდნის მეორე საგანში ასათვისებელი მასალის საფუძვლად გამოყენებას, რაც სწავლის პროცესს უმარტივებს. მოსწავლე გრძნობს, რომ ადვილად ითვისებს ახალ მასალას და მოტივაცია ამაღლებული უფრო მეტი მონდომებითა და შემართებით ახერხებს ცოდნის შეძენას.
გასულ სასწავლო წელს ჩავერთე პროექტში, სახელწოდებით „CTEL-სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით“. პროგრამა ხორციელდებოდა აშშ-ის მიერ, USAID-ის დაფინანსებითა და PH-ის ორგანიზებით. პროგრამა CTEL-ის მეთოდოლოგიის შემსწავლელი ვორკშოპების მიზანი იყო, პროგრამაში ჩართული მასწავლებლები გაცნობოდნენ ინტეგრირებული სწავლისა და სწავლების უახლეს მეთოდებს და დაენერგათ სასწავლო პროცესში, რათა მათ მოსწავლეებს უკეთ შეესწავლათ დემოკრატიული კომპეტენციები, ასევე, ინგლისური ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები, ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით.
მასწავლებლები ამუშავებდნენ ინსტრუქციებზე დაფუძნებულ სწავლების მეთოდებსა და გაკვეთილებს, რომლებიც სამივე საგნის სასწავლო მიზნებს ითვალისწინებდა. ყოველი ვორკშოპის დასასრულს, მასწავლებელთა ჯგუფები, დამუშავებული საგაკვეთილო გეგმის მიხედვით, ღია გაკვეთილებს ატარებდნენ და ისმენდნენ უკუკავშირს. რეფლექსია ვორკშოპების ციკლის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო, რათა მონაწილეები მეტად გაწაფულიყვნენ ინტეგრირებული სწავლისა და სწავლების მეთოდებში.
ვრცლად იხილეთ ელექტრონული
No comments:
Post a Comment