2022 წელი
კლუბის წესდება
2022 წელს, სსიპ ქალაქ ოზურგეთის N4 საჯარო სკოლაში ჩამოყალიბდა სამოქალაქო
განათლების კლუბი “ახალგაზრდა მუშაკები”. კლუბის სლოგანია: “ააშენე უკეთესი…
მომავალი შენია”.
კლუბის დამფუძნებლები:
სსიპ ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის მეცხრე და მეათე კლასის მოსწავლეები.
კლუბის მეურვეა
სამოქალაქო განათლების მასწავლებელი: მარინა დოლიძე.
კლუბმა
შეიმუშავა წესდება, რომლის თანახმადაც კლუბი მუშაობს.
სსიპ ოზურგეთის
N4
საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის “ახალგაზრდა მუშაკების” ზოგადი
დებულება.
1. კლუბი “ახალგაზრდა მუშაკები”
მოსწავლეთა გაერთიანებაა, რომელიც შეიქმნა საქართველოს კანონის “ზოგადი განათლების
შესახებ” თავი მეორე , მუხლი 14, 15, 16, თავი მეათე , მუხლი 48 ე პუნქტის თანახმად.
2. კლუბი “ახალგაზრდა მუშაკები” შეიქმნა
პროგრამის “მომავლის თაობა” ს მხარდაჭერით, რომელსაც საქართველოში ახორციელებს
PH international ი
USAID ის
დაფინანსებით.
3. კლუბი აწევრიანებს სსიპ ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის მეცხრედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს ნებაყოფლობის საფუძველზე.
4. კლუბის მმართველობა მიმდინარეობს ლიდერთა საბჭოს მიერ.
5. კლუბი თანამშრომლობს მსგავსი მიზნებისა
და ფუნქციების მქონე სხვა გაერთიანებებთან.
კლუბის მიზნები:
1. მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების ჩამოყალიბება
2. სამოქალაქო პროექტებში ჩართვა
3. ტექნოლოგიების მხრივ განვითარება სამოქალაქო
განათლების სწავლების პროცესში.
4. სკოლაში დემოკრატიული კულტურის განვითარება.
5. ბიზნესისა და სკოლების დაკავშირება.
6. სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე
მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
კლუბის სტრუქტურა
1. კლუბის მართვაში მონაწილეობს ლიდერთა
საბჭო
2. კლუბი აერთიანებს მოსწავლეებს ნებაყოფლობის
საფუძველზე. მასში გაწევრიანება შეუძლია მეცხრედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით ნებისბიერ
მოსწავლეს განცხადების საფუძველზე.
3. კლუბს აქვს თავისი facebook გვერდი
4. კლუბს აქვს საკუთარი ლოგო
კლუბის წევრის უფლება- მოვალეობა
·
მონაწილეობა
კლუბის შეხვედრებში
·
მიიღოს
ინფორმაცია კლუბის საქმიანობის შესახებ
·
ისარგებლოს
კლუბის სახელით ადვოკატირების დროს
კლუბის წევრის მოვალეობაა:
·
დაიცვას
კლუბის წესდება და პატივი სცეს კლუბის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას
·
მონაწილეობა
მიიღოს კლუბის მიერ დაგეგმილ აქტივობებში
·
გაუფრთხილდეს
კლუბის ავტორიტეტს და მატერიალებს
ლიდერი მოსწავლე - ნინი მეგრელაძე
კლუბის წევრთა სია:
1. მათე
გორგოშიძე
2.
ლედი
კოსტავა
3.
საბა
ჩაჩუა
4.
მარიამ
ქარჩავა
5.
თამარ
ტრაპაიძე
6.
სალომე
ღლონტი
7.
ანასტასია
მამალაძე
8.
ლიკა
ღლონტი
9.
მარიამ
ბურჭულაძე
10 ანა მეგრელაძე
11. საბა
ქარჩავა
12. ნიკოლოზ
წურწუმია
13. ლუკა
ჩხარტიშვილი
14. ნინო
ჩხაიძე
15. მარიამ
ჩავლეიშვილი
16. მარია
ტუმაჩენსკი
17. ნიკოლოზ
ნეკაშვილი
18. ანი მალახოვა
19. ანი თავართქილაძე
20. ანა დონაძე
21. მარიამ
გოგიტაური
22. მარიამ
გოგელია
23. ლიზი
ბიბინეიშვილი
24. სალომე
სურგულაძე
კლუბის მეურვეა სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მარინა დოლიძე.
კლუბის მიერ 2022წელს განხორციელებული პროექტები და ღონისძიებები:
1. პროექტები: „ოლიმპიადის კვირეული“
2. „სამართლიანობა ყველასათვის“
3. „აქტიური მოქალაქე“
4.“თვითმართველობა__საქმეთა დამოუკიდებელი გამგებლობა“ ღონისძიებები:
1.21სექტემბერი---‘მსოფლიო მშვიდობის საერთაშორისო დღე“.
2.ჩატარდა გაკვეთილი თემაზე „გენდერული თანასწორობა“.
3. მოსწავლეთა თვითმართველობისა და მასწავლებელთა ინიციატივით გაიმართა დებატები თემაზე „“ბავშვთა უფლებებათა კონვენციის“ გაცნობა არის აუცილებელი ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისათვის!!!(დებატები ჩატარდა ორი საგნის: სამოქალაქო განათლებისა და ქართული ენა და ლიტერატურის ინტეგრაციით). 4.გაკვეთილი თემაზე მე-7 კლასებში „პროცესები, რომლებიც გავლენას ახდენს ჩემი პიროვნების ფორმირებაზე“. 5.ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილი აქტივობები მე-7კლასებში...და ტოლერანტობის საერთაშორისო დღის აღნიშვნა კლუბის მოსწავლეების ინიციატივით, (კარგად გაიაზრეს მიმტევებლობის, შემწყნარებლობის, ლოიალური დამოკიდებულებების მნიშვნელობა ყველა სახის უმცირესობების მიმართ).
6. 25 ნოემბერი-ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო დღე!!!-- ამ დღის შემოღების მიზანია ცნობადობის ამაღლება იმ ფაქტის მიმართ, რომ ქალები მთელ მსოფლიოში ხდებიან ძალადობის მსხვერპლი, როგორც ოჯახში ასევე სხვადასხვა გარემოში. მოსწავლეები გაიაზრებენ მოცემული საკითხის მასშტაბურობას ...იმსჯელენ პრობლემაზე მის აქტუალობაზე და გადაჭრის გზებზე., შექმნეს პრეზენტაციები, პლაკატები და აიღეს ინტერვიუები....კამპანია გაგრძელდა 10 დეკემბრის ჩათვლით და დამთავრდა სკოლაში სტუმრების მოწვევით და მათთან გასაუბრებით. მოწვეული იქნა ოზურგეთის ფილიალის სახალხო დამცველის და ქალთა ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენლები). ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებები თუ გაკვეთილები ჩატარდა მოსწავლეთა სხვადასხვა აქტივობებით: მოხატეს კედელი, შექმნეს პლაკატები, ჩატარდა გამოკითხვები, დისკუსიები, დებატები, აიღეს ინტერვიუ, შექმნეს კლიპები და ვიდეო რგოლები... ყველაფერი ეს ემსახურება ზოგადი განათლების მიზნებს, რათა შეიქმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავუსუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის. მიღებული ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე მოსწავლემ უნდა შეძლოს:ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება, ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა, ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი, დამოუკიდებლად ცხოვრება, გადაწყვეტილების მიღება, იყოს შემოქმედი, თავად შექმნას ღირებულებები და არ იცხოვროს მხოლოდ არსებულის ხარჯზე, საკუთარი შესაძლებლობებისა ინტერესების უწყვეტი განვითარება მთელი ცხოვრების განმავლობაში და მათი რეალიზება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთაც, შეძლოს კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან, იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე.
No comments:
Post a Comment