Friday, April 1, 2022

,,ცენტრალური ხელისუფლება" მატრიცა

 

თემა:            ცენტრალური ხელისუფლება                                                                                                                            საათების სავარაუდო რაოდენობა     12-15  

 

თემასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები:

·         დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლება ანგარიშვალდებულია მოსახლეობის წინაშე;

·         სახელისუფლებო შტოების დანაწილება და ბალანსი სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობის აუცილებელი პირობაა;

·         კარგი კონსტიტუცია აუცილებლად ფართო საზოგადოებრივი შეთანხმების შედეგია;

·         დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლება ანგარიშვალდებულია მოსახლეობის წინაშე;

·          ხელისუფლებისათვის ადმინისტრაციული განცხადებით მიმართვა პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი ეფექტიანი მექანიზმია;

·         დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლება ანგარიშვალდებულია მოსახლეობის წინაშე; 

·         მოქალაქეები სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში არჩევნების, პეტიციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა საშუალებით

 

თემასთან დაკავშირებული საკვანძო შეკითხვები:

·         როგორ ატარებს მთავრობა თანასწორობასა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ სახელმწიფო პოლიტიკას?

·         რატომ არის აუცილებელი ხელისუფლების დანაწილება? როგორ აბალანსებენ ხელისუფლების შტოები ერთმანეთს?

·         რატომ და როგორ იქმნება კონსტიტუცია?

·         როგორ უნდა ვითანაშრომლოთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან?

·         რატომაა ენერგო დამოუკიდებლობა სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი?

·         როგორ ყალიბდებიან პოლიტიკური რეჟიმები სახელმწიფოში?

 

 

მაკროცნება/ მაკროცნებასთან დაკავშირებული კრიტერიუმი:

 

კომპლექსური დავალებები

(დასახელება)

სამიზნე ცნებები და ქვეცნებები

საკითხები

საკვანძო შეკითხვები

1)       მოხსენების შედგენა პოლიტიკური რეჟიმების შესახებ

სამოქალაქო მონაწილეობა -                    

პოლიტიკური რეჟიმები

როგორ შევადგინო მოხსენება პოლიტიკური რეჟიმების შესახებ?

გრძელვადიანი მიზანი

 

სამიზნე ცნება და მასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები

 

საკითხი/ქვესაკითხები

·         პოლიტიკური რეჟიმები

 

ქვეცნებები:

ხელისუფლება;

დემოკრატია;

სამოქალაქო საზოგადოება

საკვანძო შეკითხვა / შეკითხვები

·         როგორ შევადგინო მოხსენება პოლიტიკური რეჟიმების შესახებ?

შუალედური სასწავლო მიზანი

 

 

 

კომპლექსური დავალების პირობა

სამოქალაქო მონაწილეობა (შედეგები: 8, 9, 12, 13)

1.       დემოკრატიული საზოგადოება არის სამოქალაქო საზოგადოება რომელიც აქტიური მოქალაქეებისგან შედგება;

2.       სამოქალაქო მონაწილეობა საზოგადოებრივ საჭიროებებზე/ქვეყანაზე ზრუნვის საშუალებაა;

3.       აქტიური მოქალაქეები სხვადასხვა გზით (სოციალური პროექტების დაგეგმვა-განხორციელებით, მოხალისეობრივი საქმიანობით, ადვოკატირებით, ლობირებით) ზრუნავენ საზოგადოებრივი პრობლემების მოგვარებაზე. ამ დროს ისინი თანამშრომლობენ ერთმანეთთან, საზოგადოებრივ ინსტიტუტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სახელმწიფო სტრუქტურებთან;

4.       სამოქალაქო მონაწილეობის დროს მნიშვნელოვანია სხვა ადამიანების ინტერესების გათვალისწინება;

5.       სამოქალაქო მონაწილეობა გამორიცხავს ძალადობრივ ქმედებებს.

 

კომპლექსური დავალების დამუშავების ეტაპზები (რესურსები, აქტივობები):

 

ეტაპი 1. როგორ უნდა წარმოვაჩინო საკუთარი ცოდნა შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით?

 

 

დეკლარატიულ და პირობისეულ ცოდნაზე ორიენტირებული შეკითხვები

·         რა საშუალებებს ვიყენებთ დიდი ინფორმაციის ჯგუფისთვის გადასაცემად?

·         რა არის მოხსენების მიზანი?

·         რა არის მოხსენება და რითი განსხვავდება ის საჯარო ინფორმაციის გადაცემის სხვა ფორმებისაგან?

პროცედურულ ცოდნაზე ორიენტირებული შეკითხვები

·         როგორ დავწერო მოხსენება?

·         რა ნაწილებისაგან შედგება მოხსენება?

 

 

ეტაპი II კომპლექსური დავალების შინაარსი

ნაბიჯი 1. როგორი გავლენა აქვს პოლიტიკურ რეჟიმებს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაზე? (მ/წ 1)

რესურსები:

 

დეკლარატიულ და პირობისეულ ცოდნაზე ორიენტირებული შეკითხვები

·         რატომ ექცევიან განსხვავებულად სხვადასხვა სახელმწიფოები თავიანთ მოქალაქეებს?

·         რა გავლენას ახდენს  პოლიტიკური იდეები სამოქალაქო საზოგადოებაზე?

·         რას ნიშნავს სამოქალაქო საზოგადოება?

·         რას ნიშნავს პოლიტიკური რეჟიმები?

პროცედურულ ცოდნაზე ორიენტირებული შეკითხვები

·         როგორ მყარდება პოლიტიკური რეჟიმი საზოგადოებაში?

 

 

 

 

ნაბიჯი 2როგორ აგვარებს დემოკრატიული პოლიტიკური რეჟიმი საზოგადოებრივ საჭიროებებს? (მ/წ 2; 3)

რესურსები/აქტივობა:

დისკუსია/სიტუაციის ანალიზი

 

 

დეკლარატიულ და პირობისეულ ცოდნაზე ორიენტირებული შეკითხვები

·         რა სახის საზოგადოებრივი პრობლემები იცით?

·         რა მეთოდები არსებობს მათ მოსაგვარებლად?

·         ვინ შეიძლება დავიხმაროთ ამ პრობლემების გადასაჭრელად?

·         რატომ არის აუცილებელი რომ ხელისუფლებამ დაიცვას მოქალაქეთა ინტერესები?

·         რა შემთხვევაში თვლიან მოქალაქეები ხელისუფლებას თავიანთი უფლებების დამცველად?

·         რას ნიშნავს დემოკრატიული პოლიტიკური რეჟიმი?

 

პროცედურულ ცოდნაზე ორიენტირებული შეკითხვები

·         როგორ იცავს სახელმწიფო მოქალაქის უფლებას - მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფოს მართვაში?

 

 

ნაბიჯი 3. როგორ მოქმედებენ სხვა პოლიტიკური რეჟიმები ადამიანთა ინტერესების წინააღმდეგ?  (მ/წ 4; 5

 

რესურსები/აქტივობა:

უყურეთ მხატვრულ ფილმს: ტალღა

 

 

დეკლარატიულ და პირობისეულ ცოდნაზე ორიენტირებული შეკითხვები

·         რომელი პოლიტიკური რეჟიმები არსებობს დემოკრატიულის გარდა?

·         როგორ მოქმედებენ ისინი?

·         რატომ ეწინააღმდეგებიან ეს რეჟიმები განსხვავებულ აზრს?

·         რატომ იყენებენ ძალას პოლიტიკური რეჟიმები?

·         რას ნიშნავს ტოტალიტარული რეჟიმი?

პროცედურულ ცოდნაზე ორიენტირებული შეკითხვები

·         როგორ დავიცვათ ადამიანთა ინტერესები ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში?

 

 

მოსწავლეების მხრიდან კომპლექსური დავალების პრეზენტაციის პროეცესში მასწავლებლის მიერ დასმული შეკითხვები:

 

·         აღწერე, როგორ წარიმართა დავალებაზე მუშაობის პროცესი;

·         აღწერე რა პროდუქტი შექმენი;

·         რა საკითხს შეეხება შენს მიერ მომზადებული დავალება?

·         ახსენი, რატომ შექმენი მოხსენება? რისი თქმა გინდოდა მისი საშუალებით?

·         რატომ ფიქრობ, რომ შენს მიერ შექმნილი პროდუქტი ნამდვილად მოხსენებაა?

·         შენი აზრით, ვინ უნდა დაინტერესდეს შენს მიერ შექმნილი კომპლექსური დავალებით და რატომ?

·         რა დაბრკოლებებს წაააწყდი დავალებაზე მუშაობის პროცესში?

·         რას გააკეთებდი სხვაგვარად ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?

·         მსგავსი ფორმის, ან შინაარსის დავალება სხვა დროს თუ შეგისრულებია?

·         შენი აზრით, რით ჰგავს და რით განსხვავდება შენი დავალება შენი თანაკლასელების ნაშრომებისგან?

 

 

 

კომპლექსური დავალების პირობა

კამათი, პოლიტიკური იდეებისა და რეჟიმების შესახებ, ჯერ კიდევ ძველმა ბერძნებმა დაიწყეს და მას შემდეგ არ შეწყვეტილა. საქართველოს კონსტიტუციამ განგვისაზღვრა, რომ საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმა არის დემოკრატიული რესპუბლიკა.

წარმოიდგინეთ რომ ხართ პოლიტოლოგი და იმყოფებით კონფერენციაზე, სადაც უნდა წარადგინოთ 300 სიტყვიანი მოხსენება  პოლიტიკური რეჟიმების შესახებ.

მოხსენებაში თვალნათლივ წარმოადგინეთ:

 

  • როგორი გავლენა აქვს პოლიტიკურ რეჟიმებს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაზე? (მ/წ 1)
  • როგორ აგვარებს დემოკრატიული პოლიტიკური რეჟიმი საზოგადოებრივ საჭიროებებს? (მ/წ 2; 3)
  • როგორ მოქმედებენ სხვა პოლიტიკური რეჟიმები ადამიანთა ინტერესების წინააღმდეგ?  (მ/წ 4; 5)

 

პრაქტიკული რჩევები დავალებაზე მუშაობისას:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მაკროცნება და მასთან დაკავშირებული კრიტერიუმი:

 

 

 

 


იხილეთ: https://www.facebook.com/civiceducationteachersforum/photos/a.5208637065859821/5218612074862320/?type=3 

No comments:

Post a Comment